Picture
მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ დღეში 600 მილიონი დოლარით შემცირდა.

Facebook–ის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის „გაღარიბების“ მიზეზი ხუთშაბათს, Nasdaq–ის ბირჟაზე კომპანიის აქციების მკვეთრი ვარდნა გახდა.

Bloomberg–ის ინფორმაციით, ვაჭრობის პირველი საათის განმავლობაში Facebook–ის აქციები 7%–ით გაუფასურდა და 19,69 დოლარი შეადგინა.

სავაჭრო სესიის დასრულების პერიოდისთვის ფასიანმა ქაღალდებმა პოზიციები ნაწილობრივ დაიბრუნეს და 19,87 დოლარის ნიშნულს მიაღწიეს.

„ბაზარი არ არის დარწმუნებული Facebook–ის მომავალში,“ – განუცხადა Bloomberg–ს წიგნ The Facebook Effect–ის ავტორმა დევიდ კირკპატრიკმა.

აგვისტოს დასაწყისში სოციალური ქსელის აქციები უკვე დაეცა ცალზე 20 დოლარის ქვემოთ.

Facebook–მა აქციების პირველადი განთავსება NASDAQ–ის ბირჟაზე მიმდინარე წლის 18 მაისს განახორციელა. აქციის ფასი 38 დოლარად განისაზღვრა. ტექნიკური პრობლემების გამო ვაჭრობა ნახევარსაათიანი დაგვიანებით დაიწყო.

ვაჭრობის პირველ დღეს ფასიანი ქაღალდების ღირებულება 38 დოლარის ქვემოთ არ ჩამოსულა, მომდევნო დღეს კი მათ ღირებულების 10% დაკარგეს. IPO–ს შემდეგ Facebook–ის კაპიტალიზაცია თითქმის 50 %–ით დაეცა.



Leave a Reply.