Picture
ორი ადამიანი დაიღუპა ჩინეთში, ქალაქ ხარბინში ხალხმრავალი ქუჩის ერთ-ერთი მონაკვეთის ჩავარდნის გამო. ტროტუარის ჩანგრევის შედეგად ორმოში 5 ადამიანი, მათ შორის, ორი პატარა ბავშვი აღმოჩნდა.

როცა ადგილზე მაშველები მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ ორმო 10 მეტრის სიღრმის იყო. მათ ბავშვებისა და კიდევ 

ერთი დაზარალებულის ამოყვანა შეძლეს, ორი კი მიღებული ტრავმების გამო დაიღუპა. 

ამჯერად სპეციალისტები გრუნტის ანალიზს აკეთებენ, რათა დაადგინონ, კიდევ ხომ არ ემუქრება ქუჩას ჩანგრევის საფრთხე.




Leave a Reply.