Picture
შვილმკვდარმა დედამ, ქეთო გადელიამ, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვდა, საქართველო დატოვა და თურქეთში შვილთან საცხოვრებლად წავიდა. ამის შესახებ "Georgian Daily News-ს" გადელიას ახლობელმა განუცხადა.

მისი თქმით, ქეთო გადელიამ საქართველოში სამართალი ვერ იპოვა და ამიტომ ქვეყნის სამუდამოდ დატოვება გადაწყვიტა.

ზუგდიდში რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილი 24 წლის ბადრი ტაბიძის დედა ქეთო გადელია და და ლია ტაბიძე თბილისში, პრეზიდენტთან შესახვედრად ზუგდიდიდან ფეხით ჩამოვიდნენ. ქეთო გადელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას 4 დღის განმავლობაში ითხოვდა. თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ის ზუგდიდში დააბრუნეს.

გადელია შვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას ითხოვდა. ბადრი ტაბიძე, რომელიც ჩხუბის შემდეგ მძიმე დაზიანებებით რამდენიმე თვის განმავლობაში კომაში იყო, 1-ელ იანვარს გარდაიცვალა. ქეთო გადელია მიიჩნევს, რომ შს ზუგდიდის სამმართველოში საქმის გამოძიება ჭიანურდება. 



Leave a Reply.