Picture
ბრიტანელმა ჯანეტმა კანლიფმა რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რათა სათაყვანო ქალიშვილს გაჭრილი ვაშლივით დამსგავსებოდა. ამ უჩვეულო საქციელს ჯანეტი შვილის უსაზღვრო სიყვარულით ხსნის.

ცხვირის და ტუჩების კორექცია, ასევე მკერდის გადიდება ჯანეტს 10 000 ევრო დაუჯდა. ახლა ჯანეტი ქალიშვილის, ჯეინის ნამდვილი ორეულია. 

"ნახეთ, როგორი მშვენიერია ჩემი ქალიშვილი. რატომ უნდა ამეკრძალა საკუთარი თავისთვის, რომ მეც ასეთივე გავმხდარიყავი?", - განაცხადა ჯანეტმა.

ამ ამბავს ჯანეტ კანლიფის 26 წლის ქალიშვილი დადებითად შეხვდა. 
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით. 




Leave a Reply.