Picture
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თორნიკე კილანავას თქმით, გალში არწივს 3 წლის ბავშვი არ გაუტაცებია.

"აღნიშნულ ინფორმაციას არ ვადასტურებ, რადგან ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ჭორის დონეზე დადის სოფელში,"- განაცხადა Georgian Daily News-სთან საუბრის დროს კილანავამ.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოქუმში მოხდა.

"მშობელი დედა ხედავდა, როგორ მოიტაცა არწივმა ეზოდან 3 წლის ბავშვი" - წერდნენ გუშინ სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები.



Leave a Reply.