Picture
ისლანდიის დედაქალაქში პენისების მუზეუმი გაიხსნა. ადგილობრივი პედაგოგი სიგურდურ ხიარტარსონი სხვადასხვა სახეობის ცხოველის პენისებს 15 წლის განმავლობაში აგროვებდა.

პენსიაზე გასვლის შემდეგ ასაკოვანმა პედაგოგმა საკუთარი კოლექცია (280 ექსპონატი) მუზეუმში გამოფინა. კოლექცია სხვადასხვა სახეობის 95 ცხოველის ორგანოს მოიცავს. კოლექციონერის სიმაყეს კი ადამიანის ერთადერთი პენისი წარმოადგენს, რომელიც ოდესღაც ისლანდიელ ფაშისტს ეკუთვნოდა. ის 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.


 
Picture
ბრიჯიტ და ბრედ  ჯორდანები, გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოს  "ყველაზე პატარა და-ძმა" შევიდნენ . ჯორდანები აშშ - ში ილინოისის შტატში ცხოვრობენ.  23 წლის ბრიჯიტ ჯორდანის სიმაღლე 68 სანტიმეტრი, ხოლო ბრედის კი 90 სანტიმეტრია. მიუხედავად ამისა, ორივე მათგანი სპორტის სხვადასხვა სახეობით აქტიურად არის დაკავებული. 


 
Picture
ჯონ ლენონის მკვლელმა მარკ დევიდ ჩეპმენმა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, შეწყალება მეშვიდედ ითხოვა. 

ნიუ-იორკის ციხის პრეს-მდივნის ლინდა ფოგლიას (Linda Foglia) თქმით, საქმის განხილვა 21 აგვისტოს დაიწყება და კვირის ბოლოსთვის დასრულდება. 

ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ დამნაშავის წინა ექვსი თხოვნა არ დააკმაყოფილა. ყოველ ჯერზე ჩეპმენის თხოვნაზე უარს ლენონის ქვრივი იოკო ონო ამბობდა. 

ჩეპმენმა ჯონ ლენონს 1980 წლის 8 დეკემბერს ნიუ-იორკში, მუსიკოსის სახლთან ესროლა. იმავე დღეს ლენონმა თავის მკვლელს ავტოგრაფი მისცა. 

მუსიკოსი იოკო ონოსთან ერთად ხმის ჩამწერი სტუდიიდან რომ ბრუნდებოდა, შეპმენმა მას ხუთჯერ ესროლა. ლენონი 


 
Picture
ნიუ-იორკის ქუჩებში სატვირთო მანქანა "ვინ არის შენი მამიკო" დადის. მამაკაცებს საშუალება ეძლევათ, პირდაპირ მანქანაში ჩაიტარონ დნმ-ის ტესტი და გაარკვიონ, ნამდვილად არიან თუ არა იმ ბავშვების მამები, რომელთაც პარკში ასეირნებენ. 

იმ მამაკაცებს, რომელთაც სურთ, გაარკვიონ ნამდვილად არიან თუ არა ბავშვების მშობლები, 575 დოლარამდე თანხის გადახდა მოუწევთ. პასუხს მამაკაცი იმეილით, ან საფოსტო წერილით იღებს.
"ეს ნამდვილი დრამაა. ხედავ მზრუნველი მამა პატარას პარკში ასეირნებს. ეჭვი არ გეპარება, რომ ბავშვის მამაა, მაგრამ თურმე ცდები.


 
Picture
კონკურენციის პირობებში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები მომხმარებლის ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. კომპანია Medea-მ არაყი და ახალი ტექნოლოგიები გააერთიანა. 

კომპანიამ გამოუშვა არაყი, რომელსაც ეტიკეტის ნაცვლად ციფრული ეკრანი აქვს დატანილი. მასზე მომხმარებელს 

ნებისმიერი ტექსტის, თუ სადღეგრძელოს აკრეფვა შეუძლია. ეკრანზე სულ 255 სიმბოლო ეტევა.  


 
Picture
ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის ვერცხლის სკულპტურა ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოში აღმართეს. 

სკულპტურა ტანსაცმლის შვედური კომპანია H&M-ის ახალი კამპანიის ფარგლებში შექმნეს. ის იმ ფოტოსესიის ერთ-ერთი ფოტოს მიხედვით შეიქმნა, სადაც დევიდს ბრენდის საცვალი აცვია.

ლოს-ანჯელესში ჩატარებულ ფოტოსესიას მოდის სფეროში ცნობილი ფოტოგრაფი ალასდირ მაკლელანი კურირებდა. ფოტოსესიაზე აქცენტი ფეხბურთელის დაკუნთულ სხეულსა და ტატუზე გაკეთდა. დევიდმა საკუთარი ფოტოები სოციალურ ქსელ Facebook-ზე განათავსა. 


 
Picture
ბრიტანული ტაბლოიდის The Sun-ის ინფორმაციით, ბრაზილიაში მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი არსება აღმოაჩინეს. არსებას თვალები და ფილტვები არ აქვს.


 
Picture
ძაღლმა საკუთრი პარტონი გარდაუალ სიკვდილს გადაარჩინა. ქვეწარმავალი სახლის ბაღში შევიდა, ამ დროს ეზოში ძაღლმა დაინახა მოძრავი არსება და არ დააყოვნა, რითაც თავისი პატრონი შესაძლო სიკვდილს გადაარჩინა.  იხილეთ ფოტოები:


 
Picture
ამ მდინარეს ჰქვია კიტარუმი და მდებარეობს ინდონეზიაში, კუნძულ იავას აღმოსავლეთით. ის წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებილ მდინარეს. ნახეთ სურათები. 



 
Picture
ბრიტანეთში დაიბადა გოგონა, სისხლის გარეშე. პატარა ოლივია მაშინვე აღიარეს,მედიცინის სასწაულად. იგი დაიბადა ძალიან ფერმკრთალი. გოგონა, რომელსაც ექიმები ორი საათის სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდნენ, გადარჩა სისხლის გადასხმით. მისი გათეთრებული სხეული, ცოცხალ ორგანიზმად გარდაისახა.