Picture
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ე.წ. „დივერსანტების“ ასლან მარგოშვილის, ბაჰაუდი ალდამოვის და ბაჰაუდი ბაღაკაშვილის ფოტოები მოიპოვა. გადამოწმებული ინფორმაციით, ცხედრები ერთ–ერთი გარდაცვლილის ახლობელმა ამოიცნო.

საქართველო – დაღესტნის საზღვართან, ლოპოტას ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო. შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნება, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. შსს–ს 29 აგვისტოს ინფორმაციით, ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი. შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა 29 აგვისტოს თელავში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 11 დივერსანტი ლიკვიდირებულია, 6 კი - ალყაშია.


 
Picture
შს სამინისტრო ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ვიდეო მასალასთან ერთად, სპეცოპერაციისა და მძევლების გათავისუფლების ამსახველ ჩანაწერსაც ავრცელებს. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ყვება როგორ აიყვანეს იგი მძევლად და როგორ ჩაანაცვლა შს სამინისტროს თანამშრომელმა, რომლის გასათავისუფლებლადაც აღნიშნული სპეცოპერაცია დაიწყო.


 
Picture
აგვისტოს ომიდან 4 წელიწადი გავიდა, მაგრამ იმ ხუთდღიანი ომის შესახებ რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ რუსულ სამხედრო საიტზე საინტერესო სტატიას წავაწყდით. მასში რუსი სამხედრო მფრინავის ივან კონიუხოვის "საგმირო საქმეებზეა" საუბარი.

სტატიიდან, რომლის ავტორიც "კრასნაია ზვეზდაა" (რუსეთის თავდაცვის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო), ვიგებთ, რომ მაიორი კონიუხოვი ომის დაწყებამდე კრასნოდარის მხარეში სამხედრო აეროდრომზე ინსტრუქტორად მუშაობდა. 8 აგვისტოს მისი ნაწილი საქართველოსთან უფრო ახლოს - ბუდიონოვსკის აეროდრომზე გადმოისროლეს. აქ დისლოცირებული ნაწილი უკვე მონაწილეობდა საქართველოს დაბომბვებში და რამდენიმე თვითმფრინავიც დაკარგა.


 
Picture
სოფელ ერმოლოვკაში, აფხაზეთის სიახლოვეს, ოლიმპიადის მზადების საზოგადოებრივი საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა, რომელზეც 2014 წლის ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე ისაუბრეს.  რუსეთის „ფსბ“-ს სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, საზღვარი უახლესი საშუალებებით გაკონტროლდება: ღამის ხედვის აღჭურვილობით, უპილოტო 


 
Picture
შაბათს, ინგუშეთის სოფელ საგოპშში, ტერორისტმა-თვითმკვლელმა პოლიციელის დაკრძალვის დროს თავი აიფეთქა და 8 ადამიანი იმსხვერპლა.

15 დაჭრილი უმძიმეს მდგომარეობაშია. თვითმკვლელი - ხამზამ ალდიევი 34 წლის იყო. მისი იდენტიფიკაცია უკვე მოხდა.



 
Picture
გაერთიანებული სამეფოს ბიზნესის, ინოვაციების და უნარჩვევების სამინისტროს (BIS) განცხადებით, "თბილავიამშენი" და უკრაინული სამხედრო სიმულატორების მწარმოებელი კომპანია Market-Mats-მა, ამერიკული საკონსულტაციო კომპანია Get It Group LLC-ის შუამავლობით ჰერეფორდის სამრეწველო ზონასთან ერთობლივი ხელშეკრულება გააფორმა ორი სამრეწველო კომპლექსის განთავსების შესახებ.