Picture
ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროსთან, ავსტრალიური მედიის ვერტმფრენიდან შიშველი კაცი შენიშნეს. მეთევზეს ნავი გადაუბრუნდა და 24 საათი წყალში გაატარა. ვერტმფრენიდან ისიც შენიშნეს, როგორ მიუახლოვდა მეთევზეს ზვიგენი 20 მეტრზე. შიშველი მეთევზის გადარჩენა შეძლეს. 


 
უჩვეულო და დამაფიქრებელი შემთხვევა მოხდა მოსკოვში. ჭკუიდან შეიშალა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც ამტკიცებს, რომ ვლადიმერ პუტინზე, დღეს, ტერაქტია მოსალოდნელი.

37 წლის ლიდია ასტახოვა რუსეთის საგარეო უწყებაში უფროს სპეციალისტად მუშაობს. დღეს დილით მან „02“-ზე დარეკა და განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინზე ტერაქტია მოსალოდნელი. ქალს გვარი და სახელი არ დაუმალავს, თქვა, რომ იმყოფება საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავის კაბინეტში და თავდასხმის სხვა დეტალებზე სასაუბროდ, სამართალდამცველები, სამსახურში მიიპატიჟა.