Picture
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ე.წ. „დივერსანტების“ ასლან მარგოშვილის, ბაჰაუდი ალდამოვის და ბაჰაუდი ბაღაკაშვილის ფოტოები მოიპოვა. გადამოწმებული ინფორმაციით, ცხედრები ერთ–ერთი გარდაცვლილის ახლობელმა ამოიცნო.

საქართველო – დაღესტნის საზღვართან, ლოპოტას ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო. შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნება, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. შსს–ს 29 აგვისტოს ინფორმაციით, ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი. შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა 29 აგვისტოს თელავში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 11 დივერსანტი ლიკვიდირებულია, 6 კი - ალყაშია.


 
Picture
"ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიაში ქართველი მომღერლებიც ჩაერთნენ. ნინო ჩხეიძემ, ანრი ჯოხაძემ, ნინი ბადურაშვილმა, ეკა კახიანმა, ლელა წურწუმიამ, ჯგუფმა "სეიშენმა" და სხვა ცნობილმა მომღერლებმა უკვე გამართეს კონცერტები სურამში, ბაკურიანსა და სხვა რეგიონებში. წინასაარჩევნოდ ქვეყნის მასშტაბით უფასო კონცერტების გამართვა არავის უკვირს, მაგრამ წლევანდელ კონცერტებზე მომღერლები საჯაროდ გამოხატავენ თავიანთ სიმპათიას მმართველი პარტიის მიმართ და არც ამა თუ იმ რეგიონის გუბერნატორებს უკარგავენ "ხალხისთვის გაწეულ შრომას". "ნაციონალური მოძრაობის" მაისურებს კი სცენიდანაც ისვრიან და ხალხშიც არიგებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ამხელენ, რა თანხაა გამოყოფილი ამ კონცერტებისთვის. სურამის "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელმა "ინფო 9"-სთან საუბარში განაცხადა, რომ არ იცის, საიდან და რა თანხა გამოიყო კონცერტისთვის. "ყველა სიახლე" ჯგუფ 


 
Picture
საქართველოს მთავრობა კოალიცია "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" ლობისტების მიერ გავრცელებულ ბრალდებას, რომ ხელისუფლებამ გაყინა "ქართული ოცნების" ან მასთან 


 
Picture
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, პრემიერი ვანო მერაბიშვილი მზადაა "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან დებატებში მონაწილეობა მიიღოს.


 
Picture
თბილისის მერმა გიგი უგულავამ, მმართველი გუნდიდან გლდანის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებულ ნიკოლოზ ხაჩირიშვილთან ერთად, გლდანის სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალთან დაზღვევის ახალ პაკეტზე ისაუბრა.

უგულავას განცხადებით, მმართველი გუნდის პრიორიტეტი ხელმისაწვდომი ჯანდაცვაა.


 
Picture
კოალიცია "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 41 ნომრით მიიღებს. გადაწყვეტილება ცესკოს სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

ცესკოს სპიკერის თქმით, ნომრის გარეშე მხოლოდ ერთი გაერთიანება იყო დარჩენილი. ამიტომ წილისყრის ჩატარებას აზრი აღარ აქვს.


 
Picture
მმართველი გუნდი, ტელედებატებში მონაწილეობის მისაღებად, მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა გააკეთა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპონენტებს სატელევიზიო დებატებში იწვევს. ჩვენი მიზანია გავიმარჯვოთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ამისთვის კი, სატელევიზიო დებატებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სატელევიზო დებატებში იწვევს ძირითადი პოლიტიკური ოპონენტების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს და საპარალმენტო სიის პირველ ნომრებს. 


 
Picture
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იქნება, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი - მთავრობის მოქმედი ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ვანო მერაბიშვილი და დავით ბაქრაძე მზად არიან, მთავარი პოლიტიკური ოპონენტების სიის პირველ ნომრებთან და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებთან დებატებში მიიღონ მონაწილეობა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ ოპონენტებს სატელევიზიო დებატებში იწვევს. 


 
Picture
ქალაქ რუსთავში 19 აგვისტოს დაგეგმილი აქციის დაწყებამდე კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები ქუჩებში დადიოდნენ და მოსახლეობას "ქართული ოცნების" ბრენდირებულ მაისურებს ურიგებდნენ.

მსურველებს შორის გარემოვაჭრე ქალბატონიც აღმოჩნდა. თუმცა, როგორც მან "პალიტრა ტვ"-სთან საუბარში აღნიშნა, რომელი პარტიის მაისური ჩააცვეს, არ იცოდა.