Picture
ინტერნეტის საინფორმაციო საიტებზე გაჩნდა ცნობები 1 წლის ვუნდერკინდის - ინგლისის ქალაქ როისტონში მცხოვრები შერვინ სარაბის შესახებ, რომელიც თავისი ასაკისათვის შეუფერებელი სისხარტით  აწყობს და შლის „Apple“-ის ტექნიკას, იცის 195 ქვეყნის მდებარეობა და ერკვევა მსოფლიოს ქვეყნების დროშებში.

ბავშვის მშობლების გადმოცემით, ბიჭუნას 10 თვის ასაკში დამოუკიდებლად შეუსწავლია წერა-კითხვა. ბავშვის დედა - ამანდა სარაბი 35 წლისაა, მამა - დარუდა სარაბი - 36 წლის.

დედის, ამანდას მონათხრობით, გამუდმებული გონებრივი მუშაობა არ აძლევს ბავშვს მოსვენებას - ღამით დედას აღვიძებს  და გრავიტაციის კანონზე ელაპარაკება, უხსნის კლასიკური მექანიკის კანონებს.

„მე ხშირად მიხდება ნიჭიერ ბავშვებთან კონქატაქტი“ -ამბობს 


დოქტორი პიტერ კონგტონი,  „Gifted Children's Information Centre“-ის წარმომადგენელი - „მაგრამ ამჯერად  გაოგნებული ვარ - როგორც კი ბავშვი ჩემს კაბინეტში შემოვიდა, მსოფლიოს ყველა ქვეყანა ჩამომითვალა“.  

პიტერ კონგტონი აღნიშნავს, რომ დღეისათვის ბავშვის მშობლებს არა მარტო ბრიტანეთის, არამედ შვეიცარიის სასწავლებლებიც  სთავაზობენ უფასო სწავლა-განათლებას, მაგრამ მშობლები არ ჩქარობენ ბავშვობის წლების წართმევას პატარისათვის. Gifted Children's Information Centre-ის პრეს-ცენტრის მდივანი  ფიქრობს, რომ ბავშვს სჭირდება გამუდმებული კონტროლი, რათა სრულად  გაიხსნას მისი შემოქმედებითი პოტენციალი. 



Leave a Reply.