Picture
თბილისის მერმა გიგი უგულავამ, მმართველი გუნდიდან გლდანის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებულ ნიკოლოზ ხაჩირიშვილთან ერთად, გლდანის სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალთან დაზღვევის ახალ პაკეტზე ისაუბრა.

უგულავას განცხადებით, მმართველი გუნდის პრიორიტეტი ხელმისაწვდომი ჯანდაცვაა.



„დაზღვეულმა მოქალაქემ სამედიცინო პუნქტი კმაყოფილმა უნდა დატვოს. ამ რგოლში უმნიშვნელოვანესია კვალიფიციური მედპერსონალი, რომელიც უნდა იყოს დაფასებული“,- განაცხადა უგულავამ.

სამედიცინო დაწესებულების შემდეგ მმართველი გუნდის წევრები გლდანის მოსახლეობას შეხვდნენ.

„საქართველო ვითარდება, მაგრამ სამართლიანად ითხოვთ თქვენ მეტს. გპირდებით, რომ უფრო მეტს გავაკეთებთ თქვენი კეთილდღეობისთვის“,- დასძინა უგულავამ.

მისი თქმით, დღეს თბილისში უამრავი პრობლემაა რაზეც უნდა იკამათო მთავრობასთან, მაგრამ მტრის წინაშე დაჩოქება არასდროს მოხდება.

„ვისაც ქვეყნის წარსულში დაბრუნება სურს, მას საქართველო არ უყვარს“,- განმარტა მერმა.



Leave a Reply.