Picture
გალის რაიონიდან გატაცებული ბექა ჯაავა გათავისუფლებულია. აღნიშნულის შესახებ „Georgian Daily News“-ს სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ განუცხადა.

კილანავას ინფორმაციით, 9 წლის ბიჭი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მშობლებმა გამოსასყიდი 

გადაიხადეს.

„რა თანხა გადაიხადეს, ან სად მოხდა თანხის გადაცემა ჩემთვის უცნობია, ვიცი მხოლოდ ის, რომ გარკვეული თანხა სოფელმაც შეაგროვა. ბავშვი ამჟამად სახლშია, მას არანაირი ძალადობის კვალი არ აღენიშნება“,- აღნიშნა კილანავამ.

მისი თქმით, საქმეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია იძიებს.

მესამე კლასის მოსწავლე ქვედა ბარღებიდან 15 აგვისტოს გაუჩინარდა. 



Leave a Reply.