Picture
სოფელ ერმოლოვკაში, აფხაზეთის სიახლოვეს, ოლიმპიადის მზადების საზოგადოებრივი საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა, რომელზეც 2014 წლის ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე ისაუბრეს.  რუსეთის „ფსბ“-ს სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, საზღვარი უახლესი საშუალებებით გაკონტროლდება: ღამის ხედვის აღჭურვილობით, უპილოტო 

საფრენი აპარატებითა და სხვა ტექნიკით, რომლებიც რუსმა მეცნიერებმა შეიმუშავეს - იუწყება რუსული მედია.

„ჩვენ დისტანციურად ვაკონტროლებთ რეგიონებსა და ტერიტორიებს, ვიღებთ დისტანციურ სიგნალს, რაც საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ ოლიმპიური თამაშების მოსაზღვრე ტერიტორიები - სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთ-რუსეთის მონაკვეთი და შავი ზღვის სოჭის აკვატორია“ - განაცხადა სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კოზიკმა.

მისივე თმით, ყველა სამსახური უკვე ციფრულ კავშირზეა გადაყვანილი, რაც საშუალებას იძლევა საიდუმლო ინფორმაცია დახურულ რეჟიმში გადაიცეს. 




Leave a Reply.