Picture
შაბათს, ინგუშეთის სოფელ საგოპშში, ტერორისტმა-თვითმკვლელმა პოლიციელის დაკრძალვის დროს თავი აიფეთქა და 8 ადამიანი იმსხვერპლა.

15 დაჭრილი უმძიმეს მდგომარეობაშია. თვითმკვლელი - ხამზამ ალდიევი 34 წლის იყო. მისი იდენტიფიკაცია უკვე მოხდა.


მსგავსი შემთხვევები ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში უჩვეულო არ არის.

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ედუარდ ლიმონოვი ამბობს, რომ რეალურად ჩრდილოეთ კავიასიაში ომი მიმდინარეობს, რასაც ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს, ხალხი კი, რატომღაც, არ აცნობიერებს, რა ხდება ამ რესპუბლიკებში, - რა ქვია ამ სიტუაციას „ფსბ“-ს დოკუმენტებში? - პარტიზანული ომი, ომი დივერსანტებთან თუ, უბრალოდ, ომი? - კითხულობს ლიმონოვი. 



Leave a Reply.