Picture
ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს სატელევიზო დებატებში იწვევს. როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებთან დებატებზე თანახმაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი მასთან დებატებში დაჯდომას ვერ შეძლებს.

"თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ერთ წევრთან დებატებში არ დავჯდები, შვიდზე მეტი შეიკრიბონ და მზად ვარ მათთან დებატებისთვის ნებისმიერ საკითხზე. ხოლო თუ მიხეილ სააკაშვილი შეძლებს ჩემთან პირდაპირ ტელედებატებში დაჯდეს, ეს ყველაზე სწორი იქნება და მეორე და მესამე ვარიანტების ძიება საჭირო აღარ გახდება", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან დებატებს, ივანიშვილი მათთან დებატებზე თანახმობის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს.

"ლეიბორისტები", "ახალი მემარჯვენეები" და "ქრისტიან-დემოკრატები" არიან სახელისუფლებო პარტიების წარმომადგენლები, თუ მათ ჩემთან დებატების სურვილი აქვთ, მე თანახმა, ვარ, თუმცა ერთი პირობით - მათ უნდა აღიარონ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელბი არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცრუ ოპოზიციასთან დებატებში დაჯდომას არ ვაპირებ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 
წყარო: GDN



Leave a Reply.