Picture
თბილისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია 20-22 აგვისტოს ესტუმრება.  საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი, ვიცე-პრეზიდენტი -  ტონინო პიცულა,  გენერალური მდივანი და მათი თანხმლები პირები წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას გაეცნობიან და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას დააკვირდებიან.
შეხვედრები დაგეგმილია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ  სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ცენტრალური საარჩევნო.. 


და უწყებათაშორისი კომისიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები, ასევე, შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის ხელმძღვანელობას და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნლებს.

შეგახსენებთ, რომ ივლისში მონაკოში გამართულ სესიაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო,  სადაც აღნიშნულია რუსეთის მიერ საქართველოს ტრიტორიების ოკუპაცია და გამოხატულია საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.  



Leave a Reply.