Picture
ნიუ-იორკის ქუჩებში სატვირთო მანქანა "ვინ არის შენი მამიკო" დადის. მამაკაცებს საშუალება ეძლევათ, პირდაპირ მანქანაში ჩაიტარონ დნმ-ის ტესტი და გაარკვიონ, ნამდვილად არიან თუ არა იმ ბავშვების მამები, რომელთაც პარკში ასეირნებენ. 

იმ მამაკაცებს, რომელთაც სურთ, გაარკვიონ ნამდვილად არიან თუ არა ბავშვების მშობლები, 575 დოლარამდე თანხის გადახდა მოუწევთ. პასუხს მამაკაცი იმეილით, ან საფოსტო წერილით იღებს.
"ეს ნამდვილი დრამაა. ხედავ მზრუნველი მამა პატარას პარკში ასეირნებს. ეჭვი არ გეპარება, რომ ბავშვის მამაა, მაგრამ თურმე ცდები.

  არასდროს დამავიწყდება კაცი, რომელსაც შვილი იმდენად უყვარდა, რომ მკერდზე ბავშვის სახე ჰქონდა ამოსვირინგებული.  ჩვენთან მოვიდა და ტესტირება გვთხოვა. საშინელება იყო, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვის მამა არ იყო; მან ცოლთან განქორწინება გადაწყვიტა", - ამბობს მომსახურე პერსონალი ჯარედ როზენტალი. 

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.  




Leave a Reply.