Picture
ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის ვერცხლის სკულპტურა ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოში აღმართეს. 

სკულპტურა ტანსაცმლის შვედური კომპანია H&M-ის ახალი კამპანიის ფარგლებში შექმნეს. ის იმ ფოტოსესიის ერთ-ერთი ფოტოს მიხედვით შეიქმნა, სადაც დევიდს ბრენდის საცვალი აცვია.

ლოს-ანჯელესში ჩატარებულ ფოტოსესიას მოდის სფეროში ცნობილი ფოტოგრაფი ალასდირ მაკლელანი კურირებდა. ფოტოსესიაზე აქცენტი ფეხბურთელის დაკუნთულ სხეულსა და ტატუზე გაკეთდა. დევიდმა საკუთარი ფოტოები სოციალურ ქსელ Facebook-ზე განათავსა. 

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით. 



Leave a Reply.