Picture
"ქართული ოცნების" გურიის ახალგაზრდული მოძრაობის წევრები ბახმაროში არ შეუშვეს, - ამის შესახებ "Georgian Daily News"-ს ლანჩხუთის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა , ეკა კვაჭაძემ აცნობა და განმარტა, რომ ისინი ბახმაროს ფერიცვალების სახელობის ტაძარში მოსალოცად მიდიოდნენ.

"ჩვენი მანქანა იყო პირველი, ვინც ბახმაროში შევიდა, თუმცა, ლანჩხუთელმა პოლიციელებმა გვიცნეს, გადარეკეს, რის შემდეგაც სპეცრაზმი მოვიდა, მანქანაში ჩაგვსვეს და ტერიტორიიდან გამოგვიყვანეს. ჩვენს გარდა ბახმაროში არ შეუშვეს "ქართული ოცნების" არც ერთი მანქანა, რომელთა ნომრებიც ჰქონდათ", - განაცხადა ეკა კვაჭაძემ.

მისივე განმარტებით, ბახმაროში ამ დროისთვისაც მობილიზებული არიან პოლიციელები და სპეცდანიშნულების რაზმის 60-მდე თანამშრომელი. "ჩვენ ვერიდებით, რომ რაღაც არ მოხდეს და უკან, ლანჩხუთში ვბრუნდებით. უკვე მანქანებში ვსხედვართ, ჩვენს უკან კი, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები დგანან. მათ ხელკეტები აქვთ, თუმცა იარაღი არა. იარაღიანი ხალხი თვითონ ბახმაროში დგას", - აღნიშნა ლანჩხუთში, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელმა. 



Leave a Reply.