ამერიკელი ლანა ჰერდენსონი და როლანდ დეივსი თინეიჯერობის ასაკში დაქორწინდნენ. ჯერ კიდევ ახალგაზრდებმა დიდხანს ვერ გაუძლეს ქორწინებას და 1964 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. მათ ამ ურთიერთობიდან შვილი, რენიტა ჩადვიკი დარჩათ. განქორწინების მიზეზს არცერთი მათგანი არ ამხელს, თუმცა 48 წლის შემდეგ მათ ისევ იქორწინეს.


"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს მოხდებოდა", - განუცხადა დეივსმა გამოცემა Buffalo News-ს. 

განქორწინების შემდეგ ლანა გათხოვდა, თუმცა შემდეგ დაქვრივდა, ხოლო როლანდი სამოგზაუროდ გაეშურა. მოგვიანებით ცოლი მანაც მოიყვანა. 

"ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით ერთმანეთზე, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან ძალიან შორის ვიყავით", - ამბობს ლანა. 

წყვილის შვილი, რენიტა აცხადებს, რომ მის მშობლებს არასოდეს უთქვამთ ერთმანეთზე აუგი. 

"დედა ყოველთვის სიყვარულით და პატივისცემით მოიხსენიებდა მამას. მამასაც უყვარდა დედა. ამ ისტორიას ყოველთვის ცრემლით ვიხსენებ. რაც მთავარია, ახლა ისინი ისევ ერთად არიან, თუნდაც ამდენი წლის შემდეგ", - განაცხადა რენიტამ. 

"ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ამ ასაკში ქორწინება სისულელეა. მაგრამ ჩვენ მადლიერნი ვართ, რომ ამდენ ხანს ვიცოცხლეთ და ახლა ისევ ერთად ვართ", - ამბობს როლანდი. 

მომზადებულია Buffalo News-ის მიხედვით. 



Leave a Reply.