Picture
ჩინეთის საცურაო აუზები მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალია და შესაბამისად, ჭუჭყიანიც.
განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა ღია საცურაო აუზებშია. 

როდესაც ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა პიკს აღწევს, მოსახლეობა სიცხისგან თავის დასაღწევად და გასაგრილებლად საცურაო აუზებს სტუმრობს, თუმცა ხალხით სავსე აუზში "მოცურავეებზე" უკეთ ფოტოგრაფები ერთობიან.

წყალში თავისუფალი სივრცე თითქმის აღარ რჩება, აუზი მთლიანად ივსება ხალხით და სხვადასხვა ფერადი კამერით. წყალში ჩასული ადამიანი მხოლოდ ერთ ადგილზე ჩერდება და ასე გრილდება, ვინაიდან ცურვის საშუალება არ არსებობს.

ასეთ პირობებში წყალი, ცხადია, ადვილად ბინძურდება და ბაქტერიებიც მრავლდება. 2008 წელს 1 ადამიანი დაიღუპა და 3 158 მოიწამლა, როდესაც აუზის წყალი შემთხვევით გადაეყლაპათ.

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.  



Leave a Reply.