Picture
„მეოცნებეთა“ პრორუსულობის გამო, სამტრედიის მკვიდრმა,"ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა, გუგა კოხრეიძემ კოალიციის რიგები დატოვა. კოხრეიძე, პრესა.ჯის „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზებზე ესაუბრა. ახალგაზრდა, ივანიშვილს საქართველოს წარსულში დაბრუნების მცდელობის გამო გაუნაწყენდა.

გუგა კოხრეიძე: ბიძინა ივანიშვილს, როგორც მეცენატს ვაფასებდი. ამიტომ, გადავწყვიტე მის პარტიაში გაწევრიანება. თუმცა, რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის. მის გარემოცვას რომ შევხედე, ეგრევე გაიშიფრა მათი ზრახვები. აღმოჩნდა, რომ ისინი, არა ქვეყნის კეთილდღეობისთვის, არამედ საქართველოს მთავრობაში მოსასვლელად იბრძვიან. ანუ მათი მთავარი ამოცანა, არა ხალხზე ზრუნვა, არამედ მიხეილ სააკაშვილის ჩამოგდებაა.

-რამდენად კოორდინირებულად მუშაობდა სამტრედიის ოფისითბილისის წარმომადგენლებთან?

- ეს ადამიანები, ხელისუფლებაზე გამწარებული ხალხია. ბიძინა ივანიშვილმა უზნეო ხროვა შემოიკრიბა, რომელიც პირადი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებს. რაც შეეხება სამუშაო და სამომავლო გეგმებს, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი წარმომადგენლები, მხოლოდ საუბრობდნენ. რეალური პროექტები, არც ერთ დაპირებაზე არ აქვთ. მივხვდი და წამოვედი. ეს ადამიანები, საქართველოს უკუნეთში დაბრუნებას გეგმავენ.

როგორი იყო მათი საგარეო კურსი?

-„ქართული ოცნების“ პრორუსულობა თვალში საცემია. სამტრედიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განწყობა, ერთი-ერთში იმეორებს ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან დამოკიდებულებას. პირად საუბრებში, ჩემი თანაგუნდელები, რუსეთის მიმართ კეთილგანწყობას არც მალავდნენ. შეიძლება, ხელისუფლების ქმედება არ მოგწონდეს და შეეცადო მის შეცვლას, მაგრამ ეს, საკუთარი ქვეყნის გაყიდვას და რუსეთთან ჩახუტებას არ უნდა გულისხმობდეს.

წყარო 

 





Leave a Reply.