Picture
ლონდონის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ბევრს საუბრობდნენ იმაზე, თუ რომელი ქვეყანა რამდენს გადაუხდიდა სპორტსმენს ოლიმპიური ოქროს მოგებაში. ოლიმპიური თამაშები დასრულდა და ახლა უკვე შეიძლება იმის თქმა, თუ ვის რა უღირს ოლიმპიური ოქრო. გთავაზობთ გამოცემა totalprosports.com-ის ვერსიას, რომლის მიხედვითაც ამ მხრივ საქართველო პირველობას არავის უთმობს.

23.დიდი ბრიტანეთი - 0 დოლარი

როგორც ჩანს, ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა სრულად იხელმძღვანელეს ილიმპიური პრინციპებით და ამჯერად გამარჯვებულებს ბონუსები არ დაუწესეს. ან, შესაძლოა, ბრიტანეთმა ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე იმდენი დახარჯა, რომ ოლიმპიური ჩემპიონების დასაჯილდოებლად ფული აღარ დარჩა. ცნობისთვის: ბრიტანელმა ათლეტებმა 29 ოქრო მოიგეს.

საერთო ჯამში გადაიხადეს - 0

22.განა - 10 000 დოლარი

განის მთავრობა სპორტსმენებს ბონუსის სახით 10 000 დოლარს დაჰპირდა. ლონდონში 8 განელი ასპარეზობდა. მათ მედლებიც კი მოიგეს, თუმცა, ოქროს ვერც ერთი ვერ შესწვდა. განის ხელისუფლებას გადასახდელი არაფერი აქვს.

საერთო ჯამში გადაიხადეს - 0

21.გერმანია - 19.500

გერმანია ოლიმპიურ ჩემპიონებს 19 500 დოლარს დაჰპირდა. გერმანიის ნაკრებმა 11 სახეობაში მოიგო ოქრო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთი სახეობა გუნდურია, საერთო ჯამში სულ 45 სპორტსმენია, ვისაც ოლიმპიური ოქრო გადაეცა.

საერთო ჯამში გადაიხადეს - 877 500

20.კანადა - 20 150

კანადის ნაკრებისთვის ლონდონის ოლიმპიური თამაშები წარმატებულად უნდა ჩაითვალოს. კანადელებმა საერთო ჯამში 18 მედალი მოიგეს, თუმცა, აქედან მხოლოდ ერთი იყო ოქროსი.

საერთო ჯამში გადაიხადეს - 20 150

19.ავსტრალია - 20 300

ავსტრალიამ ამ ოლიმპიადაზე სულ შვიდ სახეობაში მოიგო ოქრო, თუმცა, საერთო ჯამში 18 ოლიმპიური ჩემპიონი დაუგროვდა. ცურვაში გამარჯვებულებს გარკვეული ბონუსებიც დაემატათ.

საერთო ჯამში გადაიხადეს - 620 900

18.აშშ - 25 000

აშშ-ის ნაკრებმა ამ ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე მეტი ოქრო მოიგო. ამერიკელებს სულ 147 ოქროს მედალოსანი დაუგროვდათ.

საერთო ჯამში გადაიხადეს - 3 675 000

მაიკლ ფელპსს, რომელსაც კარიერის მანძილზე 18 ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო აქვს მოგებული, მხოლოდ მედლებში ბონუსის სახით ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი აქვს მიღებული.

17.დომინიკის რესპუბლიკა - 30 000

პირველად ისტორიაში დომინიკის რესპუბლიკა ოქროს მედალოსანს ასეთ სოლიდურ თანხას შეჰპირდა. ლონდონში ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა სულ ორი მედალი მოიგეს, მათ შორის ერთი - ოქროსი.

საერთო ჯამში გადაიხადეს - 30 000

16.იაპონია - 38 200

იაპონიამ შვიდი ოქრო მოიგო და შვიდივე ინდივიდუალურ სახეობაში. იაპონიის ქალთა ნაკრებს საფეხბურთო ტურნირის ფინალში აშშ-ის ნაკრები რომ დაემარცხებინა, იაპონიის მთავრობას გაცილებით მეტის გადახდა მოუწევდა.

საერთო ჯამში გადაიხადეს - 267 400

15.მექსიკა - 37 000

მექსიკამ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე სულ შვიდი მედალი მოიგო, აქედან მხოლოდ ერთი - ოქროსი, თუმცა, ეს ოქრო მექსიკელებმა ფეხბურთში მოიგეს. ასე რომ, გადასახდელი თანხა სოლიდურია.

საერთო ჯამში გადაიხადეს - 666 000

14.ჩინეთი - 51 000

ოფიციალურად არ არის ცნობილი, თუ რამდენს გადაუხდიან ჩინელ ოლიმპიურ ჩემპიონებს, თუმცა, ერთ-ერთმა ინგლისურენოვანმა ჩინურმა გაზეთმა დაბეჭდა, რომ თანხა 51 000-ს უტოლდება. ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ჩინეთმა 28 სახეობაში მოიგო ოქრო და მთლიანობაში 56 ოქროს მედალოსანი დაუგროვდა.

საერთო ჯამში გადაიხადეს - 2 856 000

13.სამხრეთ აფრიკა - 55 000

სამხრეთ აფრიკამ ლონდონში სამ სახეობაში მოგო ოქრო, აქედან ერთი - გუნდურში. მთლიანობაში ექვსმა სამხრეთაფრიკელმა სპორტსმენმა უნდა მიიღოს ოქროსთვის ბონუსი.

საერთო ჯამში გადაიხადეს - 330 000

12.საფრანგეთი - 65 000

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე სულ 30 ოლიმპიური ჩემპიონი იყო საფრანგეთიდან. ფრანგებმა 11 სახეობაში გაიმარჯვეს.

საერთო ჯამში გადაიხადეს - 1 950 000

11.უკრაინა - 100 000

უკრაინის ნაკრებმა მედლების ცხრილში მეთორმეტე  ადგილი დაიკავა. 6 სახეობაში უკრაინელები ჩემპიონები გახდნენ, მთლიანობაში კი ცხრა უკრაინელმა მოიგო ოლიმპიური ოქრო.

საერთო ჯამში გადაიხადეს - 900 000

10.რუსეთი - 135 000

მედლების ცხრილში რუსეთი აშშ-ის, ჩინეთისა და დიდი ბრიტანეთის  შემდეგ მეოთხე ადგილზე გავიდა, დანახარჯების მხრივ კი რუსები ამ სამეულს საგრძნობლად უსწრებენ. რუსეთის ნაკრებს მთლიანობაში 50 ოქროს მედალოსანი ჰყავს.

საერთო ჯამში გადაიხადეს - 6 750 000

9.ლატვია - 172 000

ლატვიამ სულ სამი მედალი მოიგო, აქედან ერთი - ოქროსი.

საერთო ჯამში გადაიხადეს - 172 000

8.იტალია - 182 000

ევროპაში არსებული ეკონომიური კრიზისის მიუხედავად, იტალიამ ოქროზე სოლიდური ბონუსი დააწესა. იტალიის ნაკრებმა ოლიმპიადა რვა ოქროს მედლით დაასრულა. მთლიანობაში კი 16-მა იტალიელმა წაიღო სახლში ოქრო.

საერთო ჯამში გადაიხადეს - 2 912 000

7.ყაზახეთი - 250 000

ყაზახეთმა ოლიმპიური თამაშები შვიდი ოქროთი დაასრულა, შვიდივე ინდივიდუალურ სახეობებში. სავარაუდოდ, ამ ქვეყნის ხელისუფლებას თანხის გადახდა არც იმ შემთხვევაში გაუჭირდებოდა, სპორტსმენებს ორჯერ მეტი ოქრო რომ მოეგოთ.

საერთო ჯამში გადაიხადეს - 1 750 000

6.არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 272 000

არსებობის მანძილზე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს მხოლოდ ერთი ოქრო აქვს მოგებული. ეს 2004 წელს მოხდა. წლევანდელ ოლიმპიადაზე ამ ქვეყნის წარმომადგენლები ოქროსთან ახლოსაც ვერ მივიდნენ.

საერთო ჯამში გადაიხადეს - 0

5.ფილიპინები  - 340 900

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც საპრიზო ფონდის გაზრდა ასტრონომიულ თანხამდე შეეძლო. ფილიპინებს ოქროს მოგების შანსი არ ჰქონიათ.

საერთო ჯამში გადაიხადეს - 0

4.მალაიზია - 315 000

მალაიზიას ოქროს შანსი ნამდვილად ჰქონდა. მეტიც, წესით, ლოდონის ოლიმპიურ თამაშებზე მალაიზიელ ბადმინტონისტებს ორი ოქრო უნდა მოეგოთ, მაგრამ მხოლოდ ვერცხლს დასჯერდნენ.

საერთო ჯამში გადაიხადეს - 0

3.აზერბაიჯანი - 500 000

აზერბაიჯანმა ათი მედალი მოიგო, აქედან ორი ოქროსია.

საერთო ჯამში გადაიხადეს - 1 000 000

2.სინგაპური - 800 000

მაგიდის ჩოგბურთში სინგაპურელები ოქროს გეგმავდნენ, მაგრამ ბრინჯაოს დასჯერდნენ.

საერთო ჯამში გადაიხადეს - 0

1.საქართველო - 1 200 000

ლაშა შავდათუაშვილმა ჯეკპოტი მოხსნა. 



Leave a Reply.