Picture
საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელ სენატორთან რიჩარდ ლუგართან და აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თანაშემწესთან ვებერთან ერთად საქართველოს დაავადებათა კონტროლის საზოდოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის გახნას ჩაუყარა საძირკველი .


საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ძირითადი მიზანი ლეტალური შედეგების მქონე დაავადებების ადრეული გამოვლენა იქნება. კვლევით ცენტრს სენატორ ლუგარის სახელი მიენიჭება.

საქართველოს პრეზიდენტმა რიჩარდ ლუგარს  საქართველოს მხარდაჭერისა და ცენტრში ჩადებული ინვესტიციისთვის მადლობა გადაუხადა. სააკშვილის თქმით, აქ  მრავალი ქართველი მეცნიერი გაიზრდება.

სენატორმა ლუგარმა აღნიშნა, რომ მისთვის ქართველ ხალხთან თანამშრომლობა დიდი პატივია. სენატორის თქმით, ახალ კვლევით ცენტრს აქვს პოტენციალი გახდეს რეგიონული ცენტრი. ლუგარმა იმედი გამოთქვა, რომ საზგოდოებრივი ცენტრის მშენებლობა აშშ-ს და საქართველოს შორის ურთიერთობის გამყარების კიდევ ერთი საშუალება იქნება. 

Georgian Daily News 
 





Leave a Reply.