Picture
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკუთარ თავზე აიღო 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებაზე პასუხისმგებლობა.

პუტინმა აღიარა, რომ რუსეთის გენშტაბმა სამხრეთ ოსეში შეჭრის გეგმა 2006 წლის ბოლოს - 2007 წლის დასაწყისში შეიმუშავა და მან როგორც მთავარსარდალმა დაამტკიცა. პრეზიდენტის თქმით, გეგმის ფარგლებში რუსეთმა სამხრეთ ოსეთიდან მოხალისეების მომზადება დაიწყო. პუტინი აღიარებს, რომ „ოსი 

მოხალისეების“ მომზადებას სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა მისივე აზრით გენშტაბის გეგმამ გაამართლა. მოცემული განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან სომეხ კოლეგასთან მოლაპარაკებების კომენტირებისას გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ დროს როდესაც პუტინისვე აღიარებით მოსკოვი ოსურ შეიარაღებულ რაზმებს ამზადებდა რუსეთი მშვიდობისმყოფელი იყო ხოლო ცხინვალის რეგიონს საქართველოს ტერიტორიად აღიარებდა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთში დოკუმენტური ფილმის „დაკარგული დღე“ პრემიერა შედგა. ფილმში რუსეთის გენშტაბის იმდროინდელი უფროსი გენერალი იური ბალუევსკი ასევე აცხადებს, რომ ინტერვენციის დეტალური გეგმა პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში მომზადდა

როგორც ბალუევსკი განმარტავს, ყველა შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაურს, ხელთ ჰქონდა კონვერტი მოქმედებათა დეტალური ინსტრუქციებით. გეგმის თანახმად, ცხინვალში შესვლაზე ბრძანება „პირველივე სროლაზე“ უნდა გაცემულიყო. ბალუევსკის თქმით, მედვედევს მხოლოდ წლების წინ შემუშავებული პაკეტის შესრულება მართებდა და მსხვერპლიც ნაკლები იქნებოდა.

2006 წელს პუტინი რუსეთის პრეზიდენტი იყო და მოცემული გეგმა სწორედ მან დაამტკიცა. გეგმის აღსრულების დროს კი, რუსეთის სათავეში უკვე დიმიტრი მედვედევი იდგა. 




Leave a Reply.