Picture
გალის რაიონში არწივმა 3 წლის ბავშვი მოიტაცა, ამის შესახებ სააგენტო "პირWელი" იუწყება. როგორც სააგენტოს ადგილობრივებმა აცნობეს, შემთხვევა სოფელ ოქუმში მოხდა.

"მშობელი დედა ხედავდა, როგორ მოიტაცა არწივმა ეზოდან 3 წლის ბავშვი. მამაკაცებმა კი თოფის სროლა ვერ გაბედეს, რადგან შეეშინდათ, ტყვია ბავშვს არ მოხვედროდა. ოქუმი მთიანი სოფელია და იქ არწივები ბევრია. თან ახლა ბარტყები ჰყავთ და ალბათ, მათთვის მოიტაცა", - აცხადებენ ადგილობრივები.

მათივე ცნობით, სოფელი ერთი კვირის განმავლობაში არწივის მიერ მოტაცებულ ბავშვს უშედეგოდ ეძებდა.

არწივის მიერ ბავშვის გატაცების ფაქტები სხვადასხვა დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად მომხდარა. 

ერთ-ერთი საზარელი შემთხვევა ბრიტანეთში დაფიქსირდა. 1904 წელს მოზრდილმა არწივმა 18 თვის გოგონა გაიტაცა, რომელიც კოტეჯის ეზოში თამაშობდა. კოტეჯი ჰაილენდის რკინიგზის სადგურიდან 1 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა. ბავშვის დასახიჩრებული სხეული რამდენიმე დღის შემდეგ კლდეზე, არწივების ბუდესთან იპოვეს.

აშშ-ში არწივის მიერ ბავშვის მოტაცების 30 შემთხვევა მოხდა. მაგალითად, არწივმა 2 წლის ბავშვის მოტაცება 2-ჯერ სცადა და მეორე ცდაზე მიზანს მიაღწია. მოზრდილი არწივი 10 წლის ბავშვის მოტაცებასაც ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. 

ერთი შემთხვევა ნორვეგიაშიც დაფიქსირდა. 3 წლის სვანჰილდ ჰარტვინგსენი არწივმა გაიტაცა. გოგონა გადარჩა და ღრმა სიბერეში გარდაიცვალა, თუმცა მას მთელი ცხოვრება სტანჯავდა ფრთოსნების შიში. 

არსებობს არწივთა სახეობანი, რომელთაც 30 კილო ტვირთის აწევა შეუძლიათ. 



Leave a Reply.