Picture
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იქნება, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი - მთავრობის მოქმედი ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ვანო მერაბიშვილი და დავით ბაქრაძე მზად არიან, მთავარი პოლიტიკური ოპონენტების სიის პირველ ნომრებთან და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებთან დებატებში მიიღონ მონაწილეობა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ ოპონენტებს სატელევიზიო დებატებში იწვევს. 

დებატებს არჩევნების წინ, მთავარ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის, თავისუფალი არჩევნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი მზად არიან, პროგრამა და ხედვები გააცნონ მოქალაქეებს, თუ როგორ აპირებენ პრობლემების მოგვარებას", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას დებატებში მიხეილ სააკაშვილი, თაქთაქიშვილმა უპასუხა, რომ დებატებში მონაწილეობას ბაქრაძე და მერაბიშვილი მიიღებენ.  




Leave a Reply.